LIVE

კალაძე: თანამშრომლებისთვის ხელფასების 10%-ით მატება გრძელდება

30 დეკ 202211:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 412
კალაძე: თანამშრომლებისთვის ხელფასების 10%-ით მატება გრძელდება

თბილისის მუნიციპალიტეტი თანამშრომლების ხელფასები ისევ 10%-ით გაიზრდება და ამისთვის მუნიციპალიტეტიდან დამატებითი თანხები გამოიყოფა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხელფასების მატება მუნიციპალიტეტის მერიისა და მის დაქვემდებარებაში არსებული უწყებების თანამშრომლებს შეეხება.

„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ გაცხადებული პოლიტიკის ფარგლებში, თანამშრომლებისთვის ხელფასების 10 პროცენტით მატება გრძელდება. ამ ყველაფრის მიზანია, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულებს ჰქონდეთ მეტი სტიმული და ინტერესი, დარჩნენ აღნიშნულ სექტორში, ემსახურონ ქვეყანას და მის თითოეულ მოქალაქეს, გაზარდონ მათი საქმიანობის ეფექტიანობა და რაც მთავარია, პასუხისმგებლობა - მეტი სიფრთხილე, ყურადღება თითოეულ საკითხზე მუშაობისას, თითოეული მოქალაქის მიმართვის განხილვისას, თითოეული გადაწყვეტილების მიღებისას“, - განაცხადა კახა კალაძემ.