Samsung Electronics მომავალ წელს თავის უდიდეს ნახევარგამტარულ ქარხანაში ჩიპების წარმოების სიმძლავრის გაზრდას გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომისტები გლობალურად ეკონომიკის შენელებას ელიან, - ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეული გაზეთი ავრცელებს.
Seoul Economic Daily ინდუსტრიაში მოღვაწე ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ Samsung გეგმავს გააფართოოს კიონგიდოს პროვინციის ქალაქ პიონტეკში მდებარე P3 ქარხანა. საუბარია 12-ინჩიან DRAM ჩიპებსა და 4-ნანომეტრ ჩიპებზე. P3, რომელმაც უახლესი NAND ფლეშ მეხსიერების ჩიპების წარმოება მიმდინარე წელს დაიწყო, კომპანიის ჩიპების უდიდესი საწარმოა.
ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება, მოთხოვნის შემცირებისა და ჩიპების სიჭარბის ფონზე, კონკურენტი მწარმოებლების მიერ ინვესტიციების შემცირებას.
ჩიპების ტაივანურმა მწარმოებელმა TSMC-მა ოქტომბერში 2022 წლის საინვესტიციო ბიუჯეტი მინიმუმ 10%-ით შეამცირა. Micron Technology-მ კი გასულ კვირას განაცხადა, რომ ფისკალურ 2023 წელს $7-დან $7,5 მილიარდამდე შეამცირებს ინვესტიციებს, მაშინ, როცა 2022-ის ფისკალურ წელს ეს მაჩვენებელი $12 მილიარდი იყო.
ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ Samsung-ის გეგმები, სავარაუდოდ, კომპანიას ბაზარზე ადგილის დაკავებასა და აქციების ფასის ზრდაში დაეხმარება მაშინ, როდესაც მოთხოვნა აღდგება.