LIVE

Colliers Georgia: ერთ წელში ბათუმში ბინების გაყიდვები 67%-ით გაიზარდა

22 დეკ 202215:28
3 წუთის საკითხავი
clock clock 545
Colliers Georgia: ერთ წელში ბათუმში ბინების გაყიდვები 67%-ით გაიზარდა

2022 წლის ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბათუმში საცხოვრებელი ბინების გაყიდვების მაჩვენებელი 67%-ით გაიზარდა. გასულ თვეში ზღვისპირა ქალაქში სულ 1 632 ტრანზაქცია განხორციელდა. 

Colliers Georgia-ს მონაცემებით, ბათუმში ბაზრის ზომა 84%-ით, 74 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.   

რაც შეეხება ფასს, ნოემბერში ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილმა ფასმა 21%-ით მოიმატა და 1 კვ.მ-ის ღირებულება 888 აშშ დოლარი იყო, ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 4%-ით, 739 აშშ დოლარამდე გაიზარდა.

Colliers Georgia-ს თანახმად, ერთ თვეში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 71%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 37%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 

აღსანიშნავია, რომ ბათუმში მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა ახალაშენებული ბინების პრემიუმ და მედიუმ სეგმენტზე. კერძოდ, პრემიუმ სეგმენტის ბინებზე ზრდამ 171% შეადგინა, მედიუმ სეგმენტში კი - 80%. მოთხოვნის 45%-იანი ზრდა დაფიქსირდა ეკონომ სეგმენტში.