LIVE

სანტას სახლიც კი ძვირდება - ქონება $1 154 137 ღირს

25 დეკ 202213:52
3 წუთის საკითხავი
clock clock 741
სანტას სახლიც კი ძვირდება - ქონება $1 154 137 ღირს

სანტა კლაუსის გამოგონილი სახლიც კი ძვირდება - ამერიკული უძრავი ქონების სააგენტო Zillow-ს განცხადებით, კრის კრინგლის 3 ოთახიანი ქონება დღეს $1 154 137 ღირს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით გაზრდილი ფასია.

აღსანიშნავია, რომ ექვსი წლის წინ ქონების საწყისი ფასი სულ რაღაც $650 000-ზე ოდნავ მეტი იყო.

ეს გახლავთ წმინდა ნიკის ჩრდილოეთ პოლუსის სახლი, რომელიც 25 ჰექტარ მიწის ფართობზე მდებარეობს და აშენდა 1800-იან წლებში. როგორც თავად Zillow-ში ამბობენ, სახლი ძველია, მაგრამ ახლა უკვე გათანამედროვებული.

„ძველი სამყაროს ხიბლით არის გაჟღენთილი, მაგრამ ბოლო რემონტის წყალობით, თანამედროვედ კეთილმოწყობილი გახდა. სანტას სახლს აქვს ბევრი ისეთი მახასიათებელი, რაც სახლის მყიდველები ძალიან უყვართ, მათ შორის ბუხარი, რომელიც იატაკიდან იწყება და ჭერამდე აღწევს. ასევე განსაკუთრებული სამზარეულო, კაბინეტი, სადაც მოთავსებულია შთამბეჭდავი საწერი მაგიდა. ელფებზე ფიქრიც არ არის საჭირო: მათ აქვთ საკუთარი პირადი საცხოვრებლები", - აცხადებენ Zillow-ში.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში Zillow-ს სახლების ყიდვა-გაყიდვის ვებ-გვერდზე სანტა კლაუსის საცხოვრებელი 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა, რის შედეგადაც ის ინტერნეტში ერთ-ერთ ყველაზე ნახვად სახლად იქცა.