LIVE

აშშ-მ Nord Stream 2-ის ანგარიში გამოაქვეყნა - ვის შეეხება სანქციები?

20 თებ 202110:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 359
აშშ-მ Nord Stream 2-ის ანგარიში გამოაქვეყნა - ვის შეეხება სანქციები?
Jens Büttner/picture alliance/Getty Images

ბაიდენის ადმინისტრაციამ Nord Stream 2-ის ანგარიში გამოაქვეყნა, რაც მილსადენის მშენებლობის წინააღმდეგ სანქციების ახალი ტალღის წინაპირობაა.

მოხსენებაში სანქციის მთავარი სამიზნეა გემი Fortuna და მისი მფლობელი KVT-RUS. ანგარიშში ასევე ჩამოთვლილია პირები, რომლებიც გაზსადენის პროექტისგან დისტანცირების გამო, სანქციებისგან თავისუფლდებიან.

მაგრამ ანგარიში არ მოიცავს გერმანულ და სხვა ევროპულ ორგანიზაციებს, რომლებიც რუსეთთან აქტიური თანამშრომლობით მილსადენის მშენებლობაში მონაწილეობენ.

სახელმწიფო დეპარტამენტის ამგვარი გადაწყვეტილება ორპარტიული კრიტიკის საგანი გახდა და მიუხედავად იმისა, რომ, ცხადია, ამ ნაბიჯით ბლინკენი გერმანიასთან დაძაბულობის არიდებას ცდილობს, ორივე პარტიის წარმომადგენლები მის ამ გადაწყვეტილებას მწვავედ აკრიტიკებენ, რადგან მათი თქმით, ეს საფრთხეს უქმნის სხვა მოკავშირეებს, როგორიცაა უკრაინა, პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები.

გარდა ამისა, ფორტუნაც და KVT-RUS, უკვე არიან სანქცირებული და მათი ხელახლა სანქცირება არაადექვატურია მაშინ, როცა არსებობს სხვა რუსული აქტივები, რომლებზეც სანქციები უნდა გავრცელებულიყო.

სენატის საგარეო კომიტეტის წევრმა, ჯიმ რიშმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოხსენებაში არ არის მოყვანილი გემები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ Nord Stream 2-ის მშენებლობაში. „ეს მოხსენება საჩუქარია რუსებისთვის და მათი მუდმივი მცდელობებისთვის, ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების შელახვის, უკრაინის დესტაბილიზაციის, კორუფციისა და მავნე გავლენის ხელშესაწყობად მთელ ევროპაში“ - წერს რიში განცხადებაში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნიქ უადამსი