LIVE

უკრაინა რუსული ეკლესიის მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს სანქციებს უწესებს

04 დეკ 202213:22
3 წუთის საკითხავი
clock clock 686
უკრაინა რუსული ეკლესიის მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს სანქციებს უწესებს

უკრაინა რუსულ ეკლესიასთან დაკავშირებულ მაღალი იერარქიის ათ სასულიერო პირს სანქციებს უწესებს

ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ისინი რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებასთან სხვადასხვა ტიპის თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, გაამართლეს რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში და ხელი შეუწყვეს რუსული პროპაგანდის გავრცელებას. 

სანქცირებულთა შორის არიან, როგორც ეკლესიის წევრები, ასევე, მასთან მჭიდროდ დაკავშირებული პირები. 

„უკრაინის უსაფრთხოების სამსახური უკრაინის სახელმწიფოებრიობის დაცვაზე ყოვლისმომცველ მუშაობას აგრძელებს და გააგრძელებს იმ პირების გამოვლენას, რომლებიც საფრთხეს უქმნიან უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

სანქციები 5 წლის განმავლობაში აქტივების გაყინვას, უკრაინიდან კაპიტალის ექსპორტისა და მიწის საკუთრებაში ფლობის აკრძალვას ითვალისწინებს. 

უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოსკოვის საპატრიარქოსგან "სრული დამოუკიდებლობა" მიმდინარე წლის მაისში გამოაცხადა.