სან-ფრანცისკოს მმართველმა სამეთვალყურეო საბჭომ მხარი დაუჭირა ქალაქის პოლიციისთვის ე.წ. მკვლელი რობოტების გამოყენების უფლებას. აღნიშნული პოლიციას საშუალებას აძლევს ექსტრემალურ პირობებში ასაფეთქებელი ნივთიერებებით აღჭურვილი რობოტები გამოიყენოს.
უფრო ზუსტად, როგორც ქალაქის პოლიციამ, SFPD-მა საერთაშორისო მედიასთან ინტერვიუს დროს აღნიშნა, შესაძლოა მომავალში არსებობდეს გარკვეული სცენარები, რომლებშიც სასიკვდილო ძალის გამოყენება სწორედ რობოტის მიერ დაიშვება. კერძოდ კი ამგვარი რობოტები შესაძლოა აღჭურვილნი იყვნენ სპეციალური ასაფეთქებელი მუხტებით, რათა დაარღვიონ ისეთი გამაგრებული სტრუქტურები, რომლებიც ძალადობრივ, შეიარაღებულ ან საშიშ საგნებს შეიცავენ.
აღსანიშნავია, რომ ე.წ. მკვლელი რობოტები მხოლოდ ექსტრემალურ სიტუაციებში გამოიყენება. ამასთან მათი გამოყენების უფლება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის მაღალი რანგის ოფიცრებს შეეძლებათ. თუმცა, როგორც ამ ინიციატივის ოპონენტები ამბობენ, ხელისუფლებამ შეიძლება გამოიწვიოს პოლიციის შემდგომი მილიტარიზაცია.
ამ ტიპის მომაკვდინებელი რობოტი უკვე გამოიყენება შეერთებული შტატების სხვა ნაწილებში. მაგალითად, 2016 წელს, პოლიციამ დალასში (ტეხასის შტატი) სნაიპერის მოსაკლავად C-4 ასაფეთქებლით შეიარაღებული რობოტი გამოიყენა.