LIVE

დიდ ბრიტანეთში უძრავი ქონების ბაზრის ვარდნა რეკორდულ ნიშნულზეა

04 დეკ 202212:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 811
დიდ ბრიტანეთში უძრავი ქონების ბაზრის ვარდნა რეკორდულ ნიშნულზეა

ბრიტანული სახლების ფასები ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, 1,4%-ით შემცირდა. აღსანიშნავია რომ 2020 წლის ივნისის შემდეგ ეს ყველაზე დიდი ყოველთვიური ვარდნაა.

იპოთეკური კრედიტორის Nationwide-ის მონაცემებით, წლიურ ჭრილში, სახლების ფასების ზრდა ოქტომბრის 7.2%-დან, ნოემბერში 4.4%-მდე შემცირდა. აღსანიშნავია ისიც, რომ სახლების ფასების სხვა მაჩვენებლებიც კლებას აჩვენებს. 

Nationwide-ის განცხადებით, უძრავი ქონების ვარდნა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ლიზ ტრასის სექტემბრის ეკონომიკური დღის წესრიგის შედეგია. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია ბრიტანეთის ფინანსური აქტივების კოლაფსიც.

როგორც Nationwide-ის მთავარი ეკონომისტი, რობერტ გარდნერი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ფინანსური ბაზრის პირობები შედარებით დასტაბილურებულია, ახალი იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთები მაინც მაღალი რჩება და ბაზარმაც მნიშვნელოვანი იმპულსი დაკარგა. 

გასულ კვირას Reuters-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვითაც, შედეგებმა აჩვენეს, რომ სახლების ფასები მომავალ წელს დაახლოებით 5%-ით შემცირდება. არადა, 2020 წლის დასაწყისიდან დღემდე, აღნიშნული დაახლოებით 24%-ით გაიზარდა.