LIVE

ოქტომბერში, თებერვალთან შედარებით, მშენებლობა 8.2%-ით გაძვირდა - საქსტატი

01 დეკ 202211:32
3 წუთის საკითხავი
clock clock 322
ოქტომბერში, თებერვალთან შედარებით, მშენებლობა 8.2%-ით გაძვირდა - საქსტატი

2022 წლის ოქტომბერში, თებერვალთან შედარებით, საქართველოში მშენებლობა 8.2%-ით გაძვირდა.

საქსტატის თანახმად, მშენებლობის ღირებულების ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 12.7%-იანი ზრდით.

ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით კი მშენებლობის ღირებულების ინდექსმა 1.2%-ით მოიმატა. ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 4.4%-იანი მატებით.

2022 წლის ოქტომბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსები თებერვალთან და წინა თვესთან შედარებით: