ხორვატია 1-ელი იანვრიდან ევროზონაში შედის. ქვეყანამ ბიუჯეტი ევროში პირველად დაამტკიცა.
2023 წლის 0.7%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზის საფუძველზე, ხორვატიის ბიუჯეტი 2.3%-იან დეფიციტს ითვალისწინებს.
ბიუჯეტში 24,9 მილიარდი ევროს შემოსავალი და 26,7 მილიარდი ევროს ხარჯია გათვალისწინებული. 2023 წელს ქვეყანა 5.7%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის.
„ევროს შემოღება გააძლიერებს ჩვენს ეკონომიკას, ეს იქნება სტაბილურობის მომტანი, გაგვაძლიერებს და დაგვიცავს გარე შოკებისა და კრიზისებისგან და ხელს შეუწყობს საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას“, - განუცხადა ფინანსთა მინისტრმა, მარკო პრიმორაკმა დეპუტატებს.
2023 წლიდან ხორვატია გახდება მე-20 სახელმწიფო, რომელიც ევროს გამოიყენებს. ხორვატიის ზარაფხანამ ევროს მონეტების გამოშვება 2022 წლის 18 ივლისს დაიწყო.