LIVE

NASA-ს როვერი მარსის ზედაპირზე წარმატებით დაჯდა

19 თებ 202112:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 1043

NASA–ს უდიდესი და ყველაზე დახვეწილი სამეცნიერო როვერი მარსზე წარმატებით დაეშვა. კოსმოსური ხომალდი Perseverance უძველესი მდინარის დელტაში დაჯდა. მისიიდან აღებული ნიმუშები მეცნიერებს პლანეტაზე სიცოცხლის კვალის ძიებაში დაეხმარება. 

$2.7 მილიარდიანი როვერი, ასევე, ფლობს დრონიან ვერტმფრენს. Ingenuity პირველი ხომალდია, რომელიც სხვა პლანეტაზე ფრენას განახორციელებს.

1997 წლის შემდეგ ეს  NASA– ს მარსის ზედაპირზე დაშვების უკვე მეხუთე მცდელობაა. 

როგორც სოხუმელი ბლოგერი გიორგი ჯახაია წერს, უამრავი ადამიანის მონაცემებთან ერთად, როვერზე მისი გაგზავნილი ტექსტიც მოხვდა: Abkhazia is Georgia (აფხაზეთი საქართველოა), WE WILL COME BACK (ჩვენ დავბრუნდებით).

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯასტინ ბახმენი