LIVE

ელექტრონული არჩევნებისთვის საჭირო აპარატურის საყიდლად 2023 წელს ₾20 მლნ დაიხარჯება

28 ნოე 202215:57
3 წუთის საკითხავი
clock clock 480
ელექტრონული არჩევნებისთვის საჭირო აპარატურის საყიდლად 2023 წელს ₾20 მლნ დაიხარჯება

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტიდან ელექტრონული არჩევნების ჩატარებისთვის საჭირო აპარატურაზე 20 მილიონი ლარი დაიხარჯება.

„ელექტრონული არჩევნების ჩატარებისთვის საჭირო აპარატურის ნაწილობრივ შესყიდვისთვის 20 მილიონ ლარს გავითვალისწინებთ“,- აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

ცნობისთვის, ელექტრონული არჩევნების ჩატარება 2024 წელს იგეგმება. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა რეგისტრაცია და ხმის მიცემა საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე ელექტრონული აპარატურის გამოყენებით მოხდება.