პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პირველი იანვრიდან დეკრეტული შვებულების დახმარება კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც ორმაგდება.
შესაბამისად, დასაქმებულები დეკრეტული შვებულების პერიოდში 2000 ლარიან დახმარებას მიიღებენ.
„დეკრეტული შვებულებების საკითხი საკმაოდ პრობლემატური იყო. ამ საკითხის გადაწყვეტა პარლამენტშიც მთხოვეს. ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ კერძოს სექტორში დასაქმებულებისთვისაც გავაორმაგოთ დახმარება დეკრეტული შვებულების პერიოდში. პირველი იანვრიდან 1000 ლარის ნაცვლად 2000 ლარი გახდება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.