ევროპარლამენტის წევრები, რუსეთის ოპოზიციის ლიდერები, აქტივისტები და საჯარო პირები ევროკომისიისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტებს ერთობლივი წერილით მიმართავენ და მოითოხვენ, ალექსეი ნავალნის გათავისუფლება პრიორიტეტულ საკითხად აქციონ, ამასთან, სრული ძალისხმევა მიმართონ, რათა რუსეთში ძალადობა და მასობრივი დაკავებები შეწყდეს, და პასუხისმგებელ პირებს მაგნიტსკის აქტით განსაზღვრული სანქციები დაეკისროთ.
მიმართვის ავტორები Nord Sream 2-ს კრემლის პოლიტიკურ პროექტს უწოდებენ და ევროკავშირის ქვეყნებს გაზის მილსადენის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.
167 ხელმომწერთა შორის არიან ატლანტიკური საბჭოს საქართველოს თავმჯდომარე ვასილ სიხარულიძე, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, პროფესორი გია ნოდია და თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.