LIVE

ცუკერბერგი ელის, რომ WhatsApp business გაყიდვებს metaverse-ზე ადრე გაზრდის

18 ნოე 202216:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 522
ცუკერბერგი ელის, რომ WhatsApp business გაყიდვებს metaverse-ზე ადრე გაზრდის

უმსხვილესი ტექნოლოგიური გიგანტის, Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი ელის, რომ კომპანიის გაყიდვების ზრდის შემდეგი ტალღის მთავარი საფუძველი WhatsApp და Messenger იქნებიან.

როგორ მან აღნიშნა, კომპანია დიდ იმედებს ამყარებს ვირტუალურ-ფიზიკურ სამყაროზე metaverse-ზე, თუმცა ეს უკანასკნელი უფრო გრძელვადიანი შესაძლებლობაა. რეალობა კი არის ის, რომ უახლოეს მომავალში კომპანიის მთავარი საყრდენი სავარაუდოდ ბიზნეს შეტყობინებები იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ ახლა WhatsApp-ისა და Messenger-ის მონეტიზაციის გაზრდაზე მუშაობენ.

აღსანიშნავია, რომ ამგვარი განცხადება კიდევ ერთხელ მიანიშნებს მარკ ცუკერბერგის მხრიდან აქცენტების ცვლილებაზე. კერძოდ იმ მხრივ, რომ გასულ წელს მან metaverse-ის განვითარების ირგვლივ ამბიციური გრძელვადიანი გეგმა დააანონსა, თუმცა როგორც ჩანს, ახლა კომპანია სხვა მიმართულებით ფოკუსირდა.

ამ თემაზე Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა თანამშრომლებთან შეხვედრაზე ისაუბრა. ცუკერბერგმა იმ ხარჯის ოდენობაც შეამცირა, რაც კომპანიამ metaverse-ის ინვესტიციებზე პასუხისმგებელ სამსახურს (Reality Labs) გამოუყო. გავრცელებული ინფორმაციით, ამგვარი გზებით მარკ ცუკერბერგი ცდილობს კომპანიაში არსებული შეშფოთების შემსუბუქებას, რაც დაკავშირებულია 11 ათასი ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლებასთან.