LIVE

საქართველოში რძის წარმოება 6.3%-ით შემცირდა - საქსტატი

16 ნოე 202215:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 379
საქართველოში რძის წარმოება 6.3%-ით შემცირდა - საქსტატი

საქსტატის 2022 წლის III კვარტლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 165 მლნ ლიტრი რძე იყო წარმოებული. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წარმოება 6.3%-თაა შემცირებული. 

რაც შეეხება ხორცს, ივლისი-სექტემბერში ქვეყანაში 16.4 ათასი ტონა ხორცის წარმოება მოხდა. მონაცემები 2021 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5.8%-ით მეტია.

საქსტატის თანახმად, ასევე გაიზარდა კვერცხის წარმოება. III კვარტალში სულ 159.5 მილიონი კვერცხი იყო წარმოებული - წლიური ზრდა 3%-ია.