Youtube-ს ვაჭრობის ფუნქცია ემატება. მომხმარებლებს პროდუქტის შეძენა Youtube Shorts-ის ყურებასთან ერთად შეეძლებათ.
პროდუქტზე თეგების გაკეთება ვიდეოს იმ ავტორებს შეეძლებათ, რომლებიც შეერთებულ შტატებში ცხოვრობენ. ყიდვის ფუნქცია კი ხელმისაწვდომი, შეერთებულ შტატებში, ინდოეთში, ბრაზილიაში, კანადასა და ავსტრალიაში იქნება.
YouTube-ის განცხადებით, ფუნქცია ტესტირების რეჟიმშია და მისი ხელმისაწვდომობის არეალის გაზრდას გეგმავს.
შოპინგის ფუნქციის გარდა, YouTube ასევე ცდის საკომისიოს გადახდის ახალ სქემებს ინფლუენსერებისთვის, რომლებიც სარეკლამო ბმულს თავიანთ მოკლე და სტანდარტულ ვიდეოში განათავსებენ.
"მტკიცედ გვჯერა, რომ YouTube არის საუკეთესო ადგილი ვიდეოს შემქმნელებისთვის ბიზნესის საკეთებლად და შოპინგი ამის ნაწილია",- აცხადებს YouTube.
Youtube Shorts-ის ყოველთვიური მომხმარებლების რიცხვი 1.5 მილიარდამდე გაიზარდა. ამ წარმატების მიუხედავად, YouTube-ის კვარტალური სარეკლამო შემოსავალი 1,9%-ით შემცირდა. პლატფორმა ვაჭრობის ფუნქციის დამატებას დანაკლისის შევსების ალტერნატიულ საშუალებად განიხილავს.