LIVE

ლექვინაძე: მომხმარებლებისგან 20-ზე მეტი განაცხადი მივიღეთ, ძირითადად ტექნიკაზე

16 ნოე 202211:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 288
ლექვინაძე: მომხმარებლებისგან 20-ზე მეტი განაცხადი მივიღეთ, ძირითადად ტექნიკაზე

მომხმარებელთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით კონკურენციის სააგენტომ 2 კვირაში 20-ზე მეტი განაცხადი მიიღო.

როგორც სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, მომხმარებლების განაცხადებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ერთი თვის ვადაში მიიღებენ. 

„დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით, 20-ზე მეტი განაცხადია შემოსული მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით. საკითხი ეხება, როგორც ფიზიკურ ვაჭრობას, ისე ონლაინ ვაჭრობის შემთხვევებს. ძირითადად კი პრეტენზიებია საყოფაცხოვრებო ტექნიკის მოხმარების მიმართულებით.

მომართვიანობის სტატისტიკას თვის ბოლოს გამოვაქვეყნებთ. საკითხების შემოსვლიდან ერთ თვიანი ვადა გვაქვს, როდესაც კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ.

აქტიურ კომუნიკაციაში ვართ ბიზნესთან და დაინტერესებულ მხარეებთან, იმისთვის, რომ ერთი მხრივ, მომხმარებელთა უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული და მეორე მხრივ, ბიზნესი მაქსიმალურად მომზადებული იყოს“, - განაცხადა კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ.

პირველი ნოემბრიდან მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონის აღსრულება დაიწყო. პასუხისმგებელი უწყება, რომელიც მომხმარებლების საჩივრებს განიხილავს, კონკურენციის სააგენტოა.