ევროკავშირის წევრები 2025 წლისთვის თავდაცვის ბიუჯეტის $70 მილიარდი ევროთი ($72,2 მილიარდი) გაზრდას გეგმავენ.
ევროპის თავდაცვის სააგენტომ (EDA) გამოავლინა რამდენიმე კრიტიკული ხარვეზი, რის აღმოსაფხვრელადაც ევროკავშირის ქვეყნებმა ერთობლივად უნდა იმუშაონ. ეს ეხება საქალაქთაშორისო საჰაერო ტრანსპორტს, ავიამზიდებს და ტანკერებს, რომლებიც საბრძოლო გემებს საწვავით ამარაგებენ და მაღალი დონის საჰაერო თავდაცვის სისტემებს.
EDA-ს თანახმად, ბევრი ქვეყანა უპირატესობას ანიჭებს იარაღის ინდივიდუალურ შესყიდვას და ამასთან, ირჩევს ბლოკის გარეთ არსებულ მიმწოდებლებს, ნაცვლად იმისა, რომ ინვესტიცია განახორციელონ ევროპულ პროექტებში, რაც უფრო რთული და შრომატევადი პროცესია.
სააგენტოს განცხადებით, თავდაცვის პროგრამებში ევროკავშირის ქვეყნებს შორის თანამშრომლობას განხორციელებული ინვესტიციების მხოლოდ 18% მოიცავს.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის თქმით, თავდაცვის გაზრდილი ხარჯები და ქვეყნების თანამშრომლობა ერთადერთი გზაა იმისათვის, რომ ევროპას ჰყავდეს ძალები, რომლებსაც შეუძლიათ რეაგირება მოახდინონ ნებისმიერ კრიზისზე.
EDA 2004 წელს შეიქმნა და მისი მთავარი ამოცანა ევროპაში თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მხარდაჭერა და ხელშეწყობაა.