LIVE

დემონსტრანტების დარბევის გამო EU ირანის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს

14 ნოე 202216:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 299
დემონსტრანტების დარბევის გამო EU ირანის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს
REUTERS

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ბრიუსელში ირანისთვის უფრო მეტი სანქციის დასაწესებლად შეიკრიბნენ. ამ ნაბიჯით ბლოკი მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, თეირანის მიერ ძალის ფართოდ გამოყენებას გმობს.

"დღეს ვაპირებთ დავამტკიცოთ სანქციების კიდევ ერთი პაკეტი იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემონსტრანტების რეპრესიებზე", - განუცხადა ჟურნალისტებს საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში მოლაპარაკებებზე მისვლისას.

ოქტომბერში, სანქციების პირველ რაუნდში, ევროკავშირმა 15 ირანელ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელიც ახალგაზრდა ქალის სიკვდილთან და საპროტესტო აქციების ჩახშობასთანაა კავშირში, ევროკავშირში შესვლა აუკრძალა და აქტივები გაუყინა.  

ახალი პაკეტი სანქცირებულ პირთა სიის გაფართოებას ითვალისწინებს. 

ირანში პროტესტის ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც 16 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა 22 წლის ირანელი უფლებადამცველი ქალი, მაჰსა ამინი, რომელიც ირანის მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის საბაბით დააკავა და მასზე იძალადა. 

საინფორმაციო სააგენტო HRANA-ს უახლესი მონაცემებით, არეულობის დროს 336 დემონსტრანტი გარდაიცვალა, 15000-ზე მეტი კი დააკავეს.