LIVE

აშშ-მა ჩინეთიდან მზის ენერგიის კომპონენტის 1000-ზე მეტი გადაზიდვა დაბლოკა

13 ნოე 202214:34
3 წუთის საკითხავი
clock clock 404
აშშ-მა ჩინეთიდან მზის ენერგიის კომპონენტის 1000-ზე მეტი გადაზიდვა დაბლოკა

აშშ-ის ფედერალური საბაჟო ჩინოვნიკებისა და ინდუსტრიის წყაროების თანახმად, ივნისიდან ამერიკულ პორტებში დაგროვდა მზის ენერგიის კომპონენტის 1000-ზე მეტი გადაზიდვა, რომლის ღირებულება ასიათასობით მილიონ დოლარს შეადგენს. 

აშშ კრძალავს სინძიანიდან საქონლის იმპორტს, თუკი არ მტკიცდება, რომ ისინი წარმოებულია მონური შრომის გამოუყენებლად.

ოფიციალური მონაცემებით, 21 ივნისიდან, როდესაც უიღურული იძულებითი შრომის დაცვის აქტი ამოქმედდა, შეერთებულმა შტატებმა 1053 გადაზიდვა დააკავა და ამ დრომდე არც ერთი მათგანი გათავისუფლებული არ არის. 

კონფიდენციალური სავაჭრო საიდუმლოს დაცვის მოტივით, საბაჟო არ ასახელებს მწარმოებლებს და არ ამხელს დეტალებს საქონლის შესახებ. 

თუმცა, Reuters-ს საკითხში გარკვეულმა სამმა წყარომ უთხრა, რომ შეჩერებულ პროდუქტებს შორისაა პანელები და პოლისილიკონის ფენები, რომლებიც სავარაუდოდ, 1 გიგავატამდე სიმძლავრისაა და ძირითადად დამზადებულია სამი ჩინელი მწარმოებლის მიერ - Longi Green Energy Technology, Trina Solar და JinkoSolar Holding. 

აშშ-მა "უიღურების იძულებითი შრომის წინააღმდეგ კანონი" გასული წლის ბოლოს მიიღო. 

სინძიანში იძულებითი შრომის ბრალდებებთან დაკავშირებით, გეოპოლიტიკური დაძაბულობის ზრდა სერიოზულ საფრთხედ იქცა გლობალური კომპანიებისთვის, რომლებიც ჩინეთში ოპერირებენ.