LIVE

თიბისი ედრება არა ბანკებს, არამედ მსოფლიოში ცნობილ ტექნოლოგიურ კომპანიებს - ბუცხრიკიძე

12 ნოე 202214:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 800
თიბისი ედრება არა ბანკებს, არამედ მსოფლიოში ცნობილ ტექნოლოგიურ კომპანიებს - ბუცხრიკიძე

"თიბისის" გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, "თიბისი" არა ბანკებს, არამედ მსოფლიოში ცნობილ ტექნოლოგიურ კომპანიებს, მათ შორის ნაწილობრივ Google-საც ედრება.

ბუცხრიკიძემ „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში აღნიშნა, რომ საქართველოს საბანკო სექტორი ტექნოლოგიებით ევროპულ ბანკებსაც კი უსწრებს.

„საქართველოში მაღალი კონკურენციაა. ტექნოლოგიებით საბანკო სექტორი საკმაოდ წინ არის წასული, არა მხოლოდ მეზობელი ქვეყნების, არამედ ევროპის საბანკო სექტორთან შედარებით. "თიბისის" ამბიციაა, რომ შედარებას ვაკეთებთ არა ბანკებთან, არამედ მსოფლიოში ცნობილ ტექნოლოგიურ კომპანიებთან. რაღაც ნაწილში ვედრებით Google-საც.

5 წლის წინ ვამბობდით, რომ ბანკი არ ვართ, ტექნოლოგიური კომპანია ვართ. ეს ჩვენი ხედვისა და სტრატეგიის ნაწილია. მაშინ შეიძლება სასაცილოდ ჟღერდა, მაგრამ დღეს "თიბისიში" ტექნოლოგიური მიმართულებით 1200-1300 ადამიანი მუშაობს. წმინდა საბანკო მიმართულებით მომუშავე, მაგალითად, ოპერატორი, მოლარე და ა.შ. გაცილებით ნაკლები რაოდენობის გვყავს“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.