საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, დოლარისა და ევროს ოფიციალური ღირებულება გათანაბრდა.
სებ-ის თანახმად, ლარი აშშ დოლართან 0.26 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.7366 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 0.62 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7366 ლარი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.