LIVE

ზედიზედ 5 თვეა, საქართველო ყველაზე მეტ ვიზიტორს რუსეთიდან იღებს - დეტალები

03 ნოე 202215:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 662
ზედიზედ 5 თვეა, საქართველო ყველაზე მეტ ვიზიტორს რუსეთიდან იღებს - დეტალები

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ოქტომბერში საქართველოში ყველაზე მეტი, 109 158 საერთაშორისო ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა, წლიური ზრდა 274%-ია. ოქტომბერი ზედიზედ მეხუთე თვეა, რაც საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკაში რუსეთი პირველ პოზიციაზეა.

10 ლიდერი ქვეყანა საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით შემდეგია:

  • რუსეთი - 109 158 ვიზიტორი (ზრდა წინა წელთან 274.4%);
  • თურქეთი - 81 033 ვიზიტორი (ზრდა 126.2%);
  • სომხეთი - 72 877 ვიზიტორი (ზრდა 277.6%);
  • საქართველო (არარეზიდენტი) – 28 305 ვიზიტორი (ზრდა 72.2%);
  • ისრაელი - 23 761 ვიზიტორი (ზრდა 70.4%);
  • უკრაინა - 15 133 ვიზიტორი (ზრდა 3.9%);
  • აზერბაიჯანი - 13 719 ვიზიტორი (ზრდა 64.1%);
  • ყაზახეთი - 9 461 ვიზიტორი (ზრდა 7%);
  • ბელარუსი - 9 066 ვიზიტორი (ზრდა 89.2%);
  • ირანი - 8 012 ვიზიტორი (ზრდა 342.2%).

ოქტომბერში საქართველოში ჯამში 344 595 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდააღსანიშნავია, რომ არ ხდება მიგრანტების ტურისტებისგან გამიჯვნა. შესაბამისად, უკრაინაში დაწყებული ომის გამო საქართველოში შემოსული რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები ტურიზმის სტატისტიკაში ხვდებიან.

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის თანახმად, მარეგულირებელი საქართველოში შემოსულ რუსეთის მხოლოდ 80 000 მოქალაქეს მიიჩნევს ომის ეფექტად, ანუ მიგრანტად