LIVE

FCC-ის კომისარი აშშ-ში TikTok-ის აკრძალვას ითხოვს

03 ნოე 202216:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 403
FCC-ის კომისარი აშშ-ში TikTok-ის აკრძალვას ითხოვს

აშშ-ს ფედერალური კომუნიკაციების კომისიის (FCC) მთავარი კომისარი, ბრენდან კარი ქვეყნის მთავრობას TikTok-ის აკრძალვისკენ მოუწოდებს. მისი შეფასებით, აშშ-მა არ უნდა გააფორმოს ეროვნული უსაფრთხოების მორიგი შეთანხმება აპლიკაციასთან, რომელიც მას შეერთებულ შტატებში ოპერირების გაგრძელების შესაძლებლობას მისცემს.

როგორც ირკვევა, TikTok-ის შესაძლო აკრძალვის მიზეზი მის მიმართ ნდობის დაბალი ხარისხია. კერძოდ, აშშ-ს ოფიციალური ინფორმაციით ჩინეთის სამთავრობო ორგანოები მუდმივად ცდილობდნენ TikTok-ის მომხმარებელთა პირად მონაცემებზე წვდომის მოპოვებას.

ცოტა ხნის წინ თავად კომპანიამ განაცხადა, რომ მან გადაიტანა აშშ-ს მომხმარებლის მონაცემები Oracle-ის მიერ მართულ სერვერებზე, მაგრამ რისკები მაინც არსებობს. შიშები განსაკუთრებით გამწვავდა სექტემბერში, როდესაც ამერიკელი კანონმდებლების ზეწოლის ფონზე, TikTok-მა უარი განაცხადა ჩინეთში მონაცემთა ნაკადის შეწყვეტაზე.

თავის მხრივ, როგორც TikTok-ის წარმომადგენელმა საერთაშორისო მედიასთან აღნიშნა, აშშ-ს კომუნიკაციების ფედერალური კომისრის ბრენდან კარისთივის უცნობია ქვეყნებს შორის არსებული კონფიდენციალური ინფორმაციის დეტალები. 

"დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენ ახლა აშშ-ს მთავრობასთან შეთანხმების მიღწევის გზაზე ვიმყოფებით, რომელიც დააკმაყოფილებს ეროვნული უსაფრთხოების ყველა გონივრული შეშფოთებას", - აღნიშნა TikTok-ის წარმომადგენელმა.