LIVE

სამსახურის გაცდენის დამაჯერებელი მიზეზის ძიების შედეგებმა წელს 2 მილიონს მიაღწია

06 ნოე 202218:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 630
სამსახურის გაცდენის დამაჯერებელი მიზეზის ძიების შედეგებმა წელს 2 მილიონს მიაღწია
Prasert Prapanoppasin/Moment RF/Getty Images

აშშ-ში დასაქმებულები გამალებით ეძებენ სამსახურის გაცდენის მიზეზებს, უფროსები კი მათ ოფისებში დაბრუნებას ცდილობენ. 

გლობალური დასაქმების ფირმის, Frank Recruitment Group-ის მიხედვით, საერთო ჯამში, ორი წლის განმავლობაში Google-ის საძიებო სისტემაში გაცდენის დამაჯერებელი მიზეზების ძიების შედეგებმა 2022 წელს 2 მილიონს მიაღწია მაშინ, როდესაც 2018 წელს ეს რიცხვი 300,000 იყო.

ეს ტალღა შეიმჩნევა მას შემდეგაც, რაც დამსაქმებლებმა უკმაყოფილება გამოთქვეს თანამშრომლების სამსახურებიდან მოულოდნელი წასვლისა და შემცირებული პროდუქტიულობის გამო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დამსაქმებლების მხრიდან, ოფისში დაბრუნების მოთხოვნებმა იმატა.

ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის უახლესმა ანალიზმაც ცხადყო, რომ სახლიდან მუშაობით, ამერიკელები ყოველდღიურად ჯამში 60 მილიონ საათს ზოგავენ. ბევრი მათგანისთვის, ოფისებში დაბრუნება ნიშნავს ნაკლებ ძილსა და ნაკლებად დაბალანსებულ რეჟიმს სხვა ყოველდღიური საქმიანობისთვის.

თანამშრომლებისთვის სამუშაო გარემოში დაბრუნება გარკვეულ სტრესთან გამკლავების ტოლფასია. გარდა ამისა, ბევრი თანამშრომელი ერიდება დამსაქმებლისგან სამსახურში ყოფნის დროის შემცირება ითხოვოს. 

მაშინ როდესაც კომპანიები ეკონომიკურ გამოწვევებს ეჭიდებიან, ბევრმა შეამცირა ან სრულად შეაჩერა ახალი თანამშრომლების აყვანის პროცესი არსებული თანამშრომლების დატვირთვის ხარჯზე.

მაგრამ ორგანიზაციული განვითარების სტრატეგიისა და SP Consulting-ის პრეზიდენტის, შეინ თერანის თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ უმიზეზო გაცდენების შესამცირებლად, დამსაქმებლებმა მოძებნონ ბალანსი თანამშრომლების პროდუქტიულობისკენ მოწოდებასა და მათი კეთილდღეობის ხელშეწყობას შორის.

სწორედ ამ მიზნით, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ექსპერიმენტის სახით, დამსაქმებლები 4-დღიან სამუშაო გარემოზე გადადიან. შედეგად, გაერთიანებულ სამეფოში თითქმის ყველა ორგანიზაციაში სტაბილურად შენარჩუნდა ან გაიზარდა პროდუქტიულობა.