ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგზე, პრეს-მდივანს იენ პსაკის მისამართით დასმული ერთ-ერთი კითხვა გერმანიის მხრიდან Nord Stream-ის სანქციების შემსუბუქების მცდელობას ეხებოდა - კერძოდ, განიხილავს თუ არა ბაიდენის ადმინისტრაცია სანქციების მოხსნას.
იენ პასკიმ კითხვას ვრცელი პასუხი გასცა და აღნიშნა, რომ „ამერიკის პოზიცია Nord Stream 2-თან მიმართებაში ძალიან მკაფიოა და ის უცვლელი რჩება. პრეზიდენტმა ბაიდენმა განმარტა, რომ Nord Stream 2 არის ცუდი გარიგება. ეს არის ცუდი გარიგება, რადგან ის ყოფს ევროპას, ის საშუალებას აძლევს რუსეთს ზეგავლენა იქონიოს უკრაინასა და ცენტრალურ ევროპაზე და ეწინააღმდეგება ევროპის განცხადებულ ენერგეტიკულ და უსაფრთხოების მიზნებს.
ჩვენ ვაგრძელებთ საქმიანობის მონიტორინგს მილსადენის დასრულების ან სერთიფიცირების კუთხით. თუ ასეთი საქმიანობა განხორციელდება, ჩვენ განვსაზღვრავთ სანქციების გამოყენების შესაძლებლობას. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სანქციები მხოლოდ ერთ-ერთი მექანიზმია იმ მრავალ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს შორის, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ. და [საერთო მიზნის მისაღწევად] ჩვენ - რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად. მაგრამ ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა გარიგებასთან მიმართებაში.“