LIVE

გასულ წელს საქართველოს წყალმომარაგების სისტემაში გაშვებული წყლის 73% მიწოდებისას დაიკარგა

02 ნოე 202213:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 658
გასულ წელს საქართველოს წყალმომარაგების სისტემაში გაშვებული წყლის 73% მიწოდებისას დაიკარგა

„რეფორმეტრის“ თანახმად, 2021 წელს საქართველოს წყალმომარაგების სისტემაში გაშვებული წყლის მოცულობიდან 73% (678 მლნ მ3) მიწოდებისას დაიკარგა. წყლის დანაკარგი თბილისის ზღვას 2.2-ჯერ აღემატება.

გასულ წელს, სისტემაში გაშვებული წყლის მოცულობიდან, მიწოდებისას დაკარგული წყალი 8 მლნ 484 ათასზე მეტ ადამიანს ეყოფოდა.

აღსანიშნავია, რომ 2015-2020 წლებში საყოფაცხოვრებო სექტორში წყლის დანაკარგები მიწოდებისას კლებადი ტენდენციით ხასიათდებოდა, თუმცა 2021 წლის მდგომარეობით, მაჩვენებელი კვლავ მაღალ ნიშნულზეა.

რაც შეეხება 2020 წლის მონაცემებს, 2020-ში წყალმომმარაგებელი საწარმოების მიერ აბონენტებისთვის მიწოდებული წყლის 65% (492 მლნ მ3) დაიკარგა. „რეფორმეტრის“ კვლევაში 2020 წლის დანაკარგებზე საუბრისას აღნიშნულია, რომ ინდიკატორი ასახავს წყლის აღების ადგილიდან მისი გამოყენების, ან გადაცემის ადგილამდე ფილტრაციის, აორთქლების, გაჟონვის, ავარიის, ან სხვა მიზეზის შედეგად დაკარგული წყლის მოცულობას.

„რეფორმეტრი“ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ერთობლივი პროექტია. მისი მიზანია შერჩეული ეკონომიკური რეფორმების პროგრესისა და ხარისხის ანალიზი, განმახორციელებელი სამთავრობო უწყებების მხარდაჭერა რეფორმების ცნობადობის და ეფექტიანობის ასამაღლებლად და რეფორმით დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის ხელშეწყობა.