LIVE

აგარის შაქრის ქარხანა დროებით გაჩერებულია - გაძვირდება თუ არა შაქარი

28 ოქტ 202214:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 624
აგარის შაქრის ქარხანა დროებით გაჩერებულია - გაძვირდება თუ არა შაქარი

აგარის შაქრის ქარხანა დროებით არ მუშაობს. როგორც "ბიზნეს ფორმულას" კომპანიაში განუცხადეს, 16 სექტემბერს ნედლეულის საწყობს ხანძარი გაუჩნდა, რის გამოც შაქრის წარმოება და მიწოდება ახლაც შეჩერებულია.

ამასთან, კომპანიაში განმარტავენ, რომ საწარმოო პროცესის განახლების შემდგომ, ანუ 1-ელი ნოემბრიდან, ფასი უცვლელი დარჩება.

„მიმდინარე წლის 16 სექტემბერს აგარის შაქრის კომპანიაში, ნედლეულის საწყობში ხანძარი გაჩნდა. ეს იყო ქარხნის დროებით გაჩერების მიზეზი. ქარხანაში ნედლეულის საწყობში გაჩენილი ხანძრის შემდეგ, ბაზარზე შაქრის დეფიციტი არ შექმნილა, ვინაიდან მზა პროდუქციის ნაშთი გაგვაჩნდა  და ასევე აზერბაიჯანიდან იმპორტიც განვახორციელეთ რომ პანიკური შესყიდვების ტალღა ჩაგვექრო. ხანძრის შემდეგი აღდგენითი სამუშაოები დამთავრებულია, შაქრის ნედლეული შემოსულია საქართველოში და 1 ნოემბრიდან განახლდება საწარმოო პროცესი. ჩვენი ფასი იქნება უცვლელი საწარმოო პროცესის განახლების შემდგომაც. მთავარია, ბაზარზე მომუშავე კომერციულმა სტრუქტურებმა სპეკულაციური ფასები არ შექმნან“,- აცხადებენ აგარის შაქრის ქარხანაში.