LIVE

IEA - მსოფლიო პირველი ჭეშმარიტად გლობალური ენერგეტიკული კრიზისის წინაშეა

30 ოქტ 202211:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 544
IEA - მსოფლიო პირველი ჭეშმარიტად გლობალური ენერგეტიკული კრიზისის წინაშეა

"მსოფლიო პირველი ჭეშმარიტად გლობალური ენერგეტიკული კრიზისის წინაშეა" - ასე გამოეხმაურა საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტო (IEA) თავისი განახლებული მიმოხილვით მიმდინარე გლობალურ მოვლენებს. 

მოხსენებაში აღნიშნულია ისიც, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში გრძელვადიან გავლენას მოახდენს ენერგიის მიწოდებასა და ბაზრებზე. ნავთობისა და გაზის ექსპორტის შეზღუდვის ფონზე კი ენერგიის ხელმისაწვდომობის გადასახადები კვლავ დიდ პრობლემად რჩება.

”დაუღალავი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური შეშფოთებით, ენერგეტიკული ბაზრები რჩება უკიდურესად დაუცველი და კრიზისი არის შეხსენება მიმდინარე გლობალური ენერგეტიკული სისტემის სისუსტისა და არამდგრადობის შესახებ. ყველაზე მძიმე ტვირთი ეკისრება ღარიბ შინამეურნეობებს, სადაც შემოსავლის უფრო დიდი წილი იხარჯება ენერგიაზე“, - ნათქვამია ანგარიშში.

აღსანიშნავია, რომ IEA-მ გამოთვალა მთავრობის დანახარჯების რაოდენობა მომხმარებლების ფასების ზრდისგან დასაცავად და აღნიშნული, მთელი მსოფლიო მასშტაბით, ამჟამად 550 მილიარდ აშშ დოლარს (473 მლრდ. ფუნტი) შეადგენს. ორგანიზაცია ამბობს, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება, განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში. გაზრდილი ხარჯების გავლენისგან მომხმარების დასაცავად კი ყველაზე ეფექტური პოლიტიკა შემოიღეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა აშშ, იაპონია და კორეა.

ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ მიმდინარე ენერგოკრიზისი მსოფლიოსთვის შესაძლოა განიხილებოდეს ერთგვარ გარდამტეხ წერტილადაც, რომელიც დააჩქარებს მსოფლიოს გადასვლას მწვანე ენერგიაზე.

IEA პროგნოზირებს, რომ რუსეთის წილი გლობალურ ენერგო ვაჭრობაში 2030 წლისთვის 20%-დან 13%-მდე დაეცემა.