კომუნიკაციების კომისიის წევრი, ვახტანგ აბაშიძე აცხადებს, რომ 5G ინტერნეტის სიხშირული რესურსის მოპოვებაზე აუქციონი, სავარაუდოდ, წლის ბოლოს გამოცხადდება.
როგორც ვახტანგ აბაშიძე აღნიშნავს, კომპანიები უკვე მზად არიან და მათთან გარკვეული საკითხების დაზუსტებაა დარჩენილი.
"ვამზადებთ აუქციონს, რომელიც მალე უნდა გამოვაცხადოთ. ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება სწრაფად გამოვაცხადოთ, რათა სწრაფად დაიწყოს 5G ინტერნეტის რეალური, პრაქტიკული რეალიზაცია. ჩემი დაკვირვებით, კომპანიები მომზადებულები არიან. შეიძლება, მათთან ზოგიერთი საკითხის დაზუსტება იყოს საჭირო, თუმცა პროცესი ამ წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. მზად უნდა ვიყოთ, რომ აუქციონი წლის ბოლოსთვის გამოვაცხადოთ",- აცხადებს ვახტანგ აბაშიძე.
ცნობისთვის, კომუნიკაციების კომისიამ 5G ინტერნეტის დანერგვასთან დაკავშირებით საკონსულტაციო დოკუმენტი 2020 წელს გამოაქვეყნა.
ამასთან, ბიზნესის ნაწილს მიაჩნია, რომ 5G ინტერნეტის დასანერგად რეგულაციების ნაწილი მძიმეა, რაც მისი ლიცენზიის მოპოვებას ბიზნესისთვის უინტერესოს ხდის.