LIVE

ბიტკოინის ზრდა Wall Street-ის ყურადღებას იქცევს

16 თებ 202113:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 383
ბიტკოინის ზრდა Wall Street-ის ყურადღებას იქცევს
Bloomberg News

ფინანსურ ინდუსტრიაში ბიტკოინის მიმართ მიმღებლობის ნიშნებმა კრიპტოვალუტა ახალ სიმაღლეზე აიყვანა. 

მას შემდეგ, რაც Tesla-მ ბიტკოინში $1.5 მილიარდის ინვესტიცია გამოაცხადა, ციფრული აქტივი  ტრადიციული ფინანსების პენეტრირებას აგრძელებს.

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Morgan Stanley-ის საინვესტიციო განყოფილებაც განიხილავს ბიტკოინში ინვესტიციას. კანადამ კი ბიტკოინის ჩრდილოეთ ამერიკის პირველი გაცვლითი სავაჭრო ფონდი  დაამტკიცა.

ციფრული ფულის მიმართ ინტერესი იზრდება. უფრო მეტი კომპანია იწყებს კრიპტოვალუტის სერვისების დამატებას - რომელიც კვლავ მსუბუქად რეგულირდება და სადავოა პოლიტიკოსთა შორის. Mastercard-ი ბარათის მფლობელებს მის ქსელში გარკვეული კრიპტოვალუტების გამოყენების უფლებას მისცემს, რაც უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯია კრიპტოსთვის.

ამ და სხვა სიახლეების ზემოქმედებით თებერვალში ბიტკოინის ფასი დაახლოებით 40% -ით გაიზარდა. ბოლო მონაცემებით მისი ფასი ლონდონში $ 48,000 იყო.

თუმცა, აქტივის სპეკულაციურობის გარშემო დისკუსია არ წყდება. ზრდის ტენდენციის მიუხედავად, ბიტკოინი, მცირე აქციებსა და კანაფის კომპანიებთან ერთად, სპეკულაციური ექსცესების კიდევ ერთ მაგალითს წარმოადგენს.

ამის მიუხედავად, არსებობს მინიშნებები, რომ კრიპტოვალუტით Wall Street-ის მეტი მძიმეწონოსანი ინტერესდება. JPMorgan-ის თანა-პრეზიდენტმა დანიელ პინტომ თქვა, რომ კლიენტის მოთხოვნა ჯერ არ არის Bitcoin- ზე, მაგრამ ის დარწმუნებულია, რომ ეს მალე შეიცვლება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ლინ ტომასონი და ჯოანა ოსინგერი