LIVE

იაპონიაში 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

13 თებ 202119:16
3 წუთის საკითხავი
clock clock 1080
იაპონიაში 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ინფორმაციით, 7.3 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ფუკუშიმის პრეფექტურაში იყო. მიწისძვრას ცუნამის საშიშროება არ გამოუწვევია.

ბიძგები ქვეყნის დიდ ნაწილში იგრძნობოდა. ეპიცენტრიდან 220 კილომეტრით დაშორებულ დედაქალაქ ტოკიოში მიწისძვრის სიმძლავრემ 7 მაგნიტუდა შეადგინა. 

მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 30 ადამიანი დაშავდა. 830 000-ზე მეტ აბონენტს ელექტროენერგიის მოწოდების პრობლემა შეექმნა. ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ვიდეოკადრების მიხედვით, ფუკუშიმაში შენობების დაზიანება არ შეინიშნება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მიწისძვრის შედეგად, ფუკუშიმას ატომურ სადგურს საფრთხე არ დამუქრებია. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: სოფი ჯეკმანი და ლილი ნომინია