LIVE

CDC-ს რეკომენდაციები: როგორ გავხსნათ სკოლები უსაფრთხოების ზომების დაცვით

13 თებ 202111:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 360
CDC-ს რეკომენდაციები: როგორ გავხსნათ სკოლები უსაფრთხოების ზომების დაცვით
Costfoto/Barcroft Media via Getty Images

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლის დაცვის შემთხვევაში, პანდემიის პირობებში, ბავშვები უსაფრთხო გარემოში გააგრძელებენ სწავლას.

სტრატეგიის მთავარი პრინციპებია ნიღბის სწორად გამოყენება, სოციალური დისტანციის დაცვა, საკლასო ოთახების სისუფთავე და კონტაქტების მიკვლევის ეფექტიანი სისტემა. ამავდროულად, აუცილებელია, პედაგოგებისა და მოსწავლეების ხშირი ტესტირება და სკოლებში სავენტილაციო სისტემის გაუმჯობესება.

CDC-ს ხელმძღვანელი როშერ ვალენსკი ამერიკის მთავრობას, ასევე, ურჩევს, ვაქცინაციის პროცესში მასწავლებლებს მიანიჭოს პრიორიტეტი, თუმცა ეს გახსნის წინაპირობად არ განიხილება.

ვირუსის გავრცელების კონტროლის მიზნით, DCD მთავრობასა და სკოლებს, მოუწოდებს, დააკვირდნენ გავრცელების მაჩვენებლებს, რადგან გადაცემის სხვადასხვა დონის შესაბამისად, შესაძლოა, საჭირო გახდეს განსხვავებული მოქმედება ცალკეული სკოლებისგან. იქ, სადაც გადაცემა მაღალია, დაწყებითი სკოლის მოსწავლეებმა კომბინირებული მეთოდით უნდა გააგრძელონ სწავლა. არჩევანის უფლება უნდა ჰქონდეთ საშუალო და უმაღლესი სკოლის მოსწავლეებსაც. იქ კი, სადაც ვირუსის გადაცემის ძალიან მაღალი მაჩვენებელია, მოსწავლეებმა უნდა განაგრძონ ონლაინ სწავლა, თუ სკოლებში არ იქნება დაცული CDC-ს მიერ შემუშავებული უსაფრთხოების ზომები. 

სკოლების უსაფრთხო გახსნის შესახებ მწვავე დისკუსიის პარალელურად, CDC აღნიშნავს, რომ არსებული მონაცემებით, სასწავლო პროცესის სკოლის კედლებში გადატანა „არ უკავშირდება საზოგადოებაში ვირუსის მნიშვნელოვან გავრცელებას“.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანჯელიკა ლავიტო