LIVE

II კვარტალში ეკონომიკა 7.1%-ით გაიზარდა - საქსტატი

19 სექ 202211:04
3 წუთის საკითხავი
clock clock 401
II კვარტალში ეკონომიკა 7.1%-ით გაიზარდა - საქსტატი

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 17 მლრდ 979 მლნ ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.1% შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი 8.2%-ით გაიზარდა.

მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლები (2022 წლის II კვარტალი, წინასწარი)

II კვარტალში ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (75.9%), ტრანსპორტი და დასაწყობება (18.6%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (27.7%), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (10.9%), განათლება (12%), საბითუმო და საცალო ვაჭრობა (3%).

კლება შემდეგ დარგებში შეინიშნებოდა: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (-12.7%), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-2.7%) და მშენებლობა (-3.2%).

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩეოდა ვაჭრობა (16.5%) და დამამუშავებელი მრეწველობა (10.9%). შემდეგ პოზიციებს იკავებდა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10%), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (8.3%), მშენებლობა (7.6%), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.5%), სახელმწიფო მმართველობა (6%), ხელოვნება, გართობა და დასვენება (4.8%).