LIVE

მოსახლეობის 66% საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას ელის - NDI

16 სექ 202212:57
3 წუთის საკითხავი
clock clock 862
მოსახლეობის 66% საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას ელის - NDI

NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, 66%, ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას ელის. 18%-სთვის კი ეს ნაკლებად მოსალოდნელია. 

მოსახლეობის უმრავლესობა ასევე ელის, ქვეყანაში პრორუსული ძალების გააქტიურებას, საქართველოს მიმართ რუსეთის სამხედრო აგრესიასა და ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესებას. 

გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა, 55%, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას უარყოფითად აფასებს. 45% კი მიიჩნევს, რომ ახლა უფრო ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვს, ვიდრე 5 წლის წინ ჰქონდა. 

ცნობისთვის, კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2022 წლის 12 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში, სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა. გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.