LIVE

Reddit-ის ტრეიდერები ამჯერად მარიჰუანას აქციებს ზრდიან

11 თებ 202119:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 666
Reddit-ის ტრეიდერები ამჯერად მარიჰუანას აქციებს ზრდიან
Bloomberg News

მარიჰუანას აქციები მეოთხე დღეა რეკორდულ ზრდას განაგრძობს. ზრდის მიზეზი ისევ Reddit-ის საცალო ტრეიდერების ძალისხმევაა, რომლებამც ცოტა ხნის წინ ვერცხლის, Gamestop-ის და სხვა რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი რეკორდულად გაზარდეს.

პრემარკეტზე ლიდერია Sundial Growers, რომელმაც ბოლო სამი დღის განმავლობაში 161%-იანი ზრდის შემდეგ 49%-იანი ზრდა დააფიქსირა. მას მოსდევს FSD Pharma, რომელმაც 21%-იანი ზრდა აჩვენა, Organigram Holdings, რომელიც 25%-ით და Aurora Cannabis, რომელიც 13%-ით გაიზარდა. Tilray-მ კი 14%-ით მოიმატა. ბოლო სამი დღის მოგება ყველაზე მაღალი იყო Tilray-ის ისტორიაში.

”WallStreetBet Reddit- ის საცალო ინვესტორებს აშკარად დიდი გავლენა და ძალა აქვთ” - ამბობს მეთ ჰოუკინსი, Entourage Effect Capital- ის მმართველი პარტნიორი. ჰოუკინსის თქმით, იგი ამგვარი აქტივობისგან საფრთხეს ვერ ხედავს აშშ – ზე ორიენტირებული კანაფის კომპანიებისთვის, თუმცა მისი თქმით, ზოგიერთი კანადელი მეწარმე ახლა უფრო დაუცველია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კრისტინ ოვრამი