LIVE

პუტინი G20-ის სამიტზე დასწრებას გეგმავს

07 სექ 202210:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 661
პუტინი G20-ის სამიტზე დასწრებას გეგმავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აპირებს, რომ მიმდინარე წლის ბოლოს კუნძულ ბალიზე "დიდი ოცეულის" სამიტს დაესწროს. ამის შესახებ ინდონეზიაში რუსეთის ელჩმა დღეს ჯაკარტაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ლუდმილა ვორობიევას განცხადებით, რუსეთის ლიდერის საკურორტო კუნძულზე ჩასვლა დამოკიდებული იქნება საომარ მდგომარეობაზე, ასევე ქვეყანაში ეპიდვითარებასა და უსაფრთხოების საკითხებზე. 

ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ აგვისტოში განაცხადა, რომ პუტინი ჩინეთის ლიდერთან სი ძინპინთან ერთად სამიტზე დასწრებას აპირებს.  

ბაიდენი, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის G-20-დან გარიცხვას ითხოვს, ხოლო უფრო ადრე აშშ-ის ოფიციალური პირები მოუწოდებდნენ ინდონეზიას, პუტინი ბალის სამიტზე არ მიეწვია. 

ინდონეზიამ სამიტზე დასასწრებად უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც მიიწვია. მან მიწვევა მიიღო და განაცხადა, რომ შესაძლოა, სამიტს დაესწროს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნორმან ჰარსონო