LIVE

ავღანეთში წყალდიდობებმა და მიწისძვრებმა ორ თვეში 1500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

03 სექ 202216:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 494
ავღანეთში წყალდიდობებმა და მიწისძვრებმა ორ თვეში 1500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა
AFP/Getty Images

ბოლო ორი თვის განმავლობაში ავღანეთში მომხდარი წყალდიდობისა და მიწისძვრების შედეგად სულ მცირე 1570 ადამიანი დაიღუპა და თითქმის 6000 დაშავდა. ინფორმაცია თალიბანის მაღალჩინოსანმა სუჰაილ შაჰინმა გაავრცელა.

ბუნებრივმა კატასტროფებმა ინფრასტრუქტურასა და ქონებას $2 მილიარდის ოდენობის ზიანი მიაყენა.

წყალდიდობის შედეგად 20-ზე მეტ პროვინციაში 635,000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა დაიტბორა და მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურდა 35,000-ზე მეტი სახლი და 4,000 მზის პანელი.

1 სექტემბერს, თალიბანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ამირ ხან მუთაქიმ, ქაბულში გამართულ თანხების შეგროვების ღონისძიებაზე საერთაშორისო დაფინანსება მოითხოვა დევნილთა დასახმარებლად.

სტიქიური უბედურებები ამძაფრებს ქვეყანაში ისედაც მძიმე მდგომარეობას. გაეროს ცნობით, თითქმის 23 მილიონი ადამიანი, ანუ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი მწვავე შიმშილის საფრთხის წინაშე დგას. ავღანეთის ეკონომიკა თავისუფალ ვარდნაშია საერთაშორისო დახმარების მკვეთრი შემცირების შემდეგ, რაც ქვეყნის მშპ-ის 40%-ს შეადგენდა და გაერო ამბობს, რომ წელს ის 5%-ით შემცირდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ელტაფ ნაჯაფიზადა