აშშ-ს პოზიცია რუსულ S-400 რაკეტებთან დაკავშირებით უცვლელია და ის კვლავ დაჟინებით მოუწოდებს თურქეთს, უარი თქვას მის შეძენაზე. ვაშინგტონი უარყოფს კომპრომისის შესახებ ანკარას წინადადებას, რაც NATO-ს წევრ ქვეყნებს შორის ურთერთობებს ართულებს.
„ჩვენ მოვითხოვთ თურქეთისგან, არ შეინარჩუნოს ეს სისტემა. ისინი საფრთხეს უქმნიან NATO-ს ტექნოლოგიურ უსაფრთხოებასა და შეუთავსებელია თურქეთის, როგორც ალიანსის მოკავშირის ვალდებულებებთან“ - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა.
თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა მიანიშნა, რომ თუ აშშ სირიის ქურთული ძალების მხარდაჭერას შეწყვეტს, ის დათმობისთვის მზად იქნება. რამდენიმე დღით ადრე, აშშ-ს ელჩმა დევიდ სატერფილდმა თურქულ მედიას განუცხადა, რომ ვაშინგტონის პოლიტიკა სირიის ქურთულ ძალებთან დაკავშირებით არ შეცვლილა და სანქციების გაუქმებისთვის თურქეთს S-400-ზე უარის თქმა მოუწევს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჰელქან ჰაქაოღლუ