LIVE

რუსეთი უნგრეთში ორ ბირთვულ რეაქტორს ააშენებს

27 აგვ 202213:01
3 წუთის საკითხავი
clock clock 647
რუსეთი უნგრეთში ორ ბირთვულ რეაქტორს ააშენებს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსული ატომური ენერგეტიკული გიგანტი Rosatom-ი უახლოეს კვირებში უნგრეთში ორი ახალი ბირთვული რეაქტორის მშენებლობას დაიწყებს.

რუსეთსა და ევროკავშირის სახელმწიფოს შორის 2014 წელს დადებული შეთანხმება მიზნად ისახავს არსებული პაქსის ატომური ელექტროსადგურის გაფართოებას. პაქსის სადგური ამჟამად უნგრეთის ელექტროენერგიის 40%-ს აწარმოებს.

ორი დამატებითი რეაქტორით, ატომური ელექტროსადგურის სიმძლავრე, რომელიც ამჟამად ოთხი საბჭოთა რეაქტორისგან შედგება, გაორმაგდება.

“ეს არის დიდი ნაბიჯი, მნიშვნელოვანი ეტაპი. ამ გზით გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველვყოფთ უნგრეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და დავიცავთ უნგრელებს ენერგიის ფასების მკვეთრი რყევებისგან”- წერს მინისტრი. მან დასძინა, რომ ბირთვული რეაქტორები 2030 წლისთვის მზად იქნება ექსპლუატაციისთვის.

საკამათო 12,5 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტი ძირითადად  რუსეთის მიერ ფინანსდება.

უკრაინის ომის შემდეგ ევროკავშირის ბევრმა სახელმწიფომ სცადა შეემცირებინა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება.