LIVE

Disney Blue Sky Studios- ს ხურავს

11 თებ 202111:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 383
Disney Blue Sky Studios- ს ხურავს
20th Century Fox Film

Disney ანიმაციურ კომპანია Blue Sky Studios- ს ხურავს. კომპანია მან ორი წლის წინ Fox- ის გასართობი აქტივების ყიდვისას შეიძინა. Blue Sky, Ice Age-ის და Rio-ს ფილმებით არის ცნობილი.

Disney-მ ეს გადაწყვეტილება პანდემიის შედეგად მიყენებული ზარალის გამო მიიღო. ამასთან, კომპანია უკვე ფლობს Pixar-ს და Disney-ის ანიმაციური სტუდიებს.

”დღევანდელი ეკონომიკური რეალობის გათვალისწინებით, დიდი განხილვისა და შეფასების შემდეგ, ჩვენ მივიღეთ რთული გადაწყვეტილება, რომ ფილმების გადაღებები Blue Sky Studios-ში დასრულებულიყო" - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მთავარი აღმასრულებელი დირექტორის, ბობ ჩაპეკის ხელმძღვანელობით, დაიხურა სხვა კომპანიისთვის ძვირფასი ბიზნესები, როგორიცაა Radio Disney, Disney Channel დიდ ბრიტანეთში და გაქუმდა წლიური აბონიმენტი Disney-ს თემატურ პარკში.

Disney-მ $ 2.86 მილიარდი დაკარგა გაყიდვების $ 65.4 მილიარდიდან გასული ფისკალურ წლის განმავლობაში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კრისტოფერ პალმერი