LIVE

გერმანიის ბიზნეს პერსპექტივისადმი აგვისტოში ნდობა დაეცა

25 აგვ 202216:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 403
გერმანიის ბიზნეს პერსპექტივისადმი აგვისტოში ნდობა დაეცა

აგვისტოში გერმანიის ბიზნეს პერსპექტივისადმი ნდობა დაეცა, რაც გაზრდილ ინფლაციას და ევროპის უმსხვილეს ეკონომიკაში შესაძლო რეცესიის შიშებს უკავშირდება.

Ifo Institute-ის ბიზნესის მოლოდინების მაჩვენებელი მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში 80,3-მდე დაეცა ივლისის 80,4-დან, თუმცა ეკონომისტები უფრო მკვეთრ კლებას ელოდებოდნენ. უფრო უარყოფითად შეფასდა ამჟამინდელი პირობებიც. მიუხედავად ამისა, ცალკეულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ გერმანიის ეკონომიკა მეორე კვარტალში უფრო მდგრადი აღმოჩნდა, ვიდრე თავდაპირველად ფიქრობდნენ.

ქვეყანის მხრიდან რუსული ენერგიისგან დისტანცირების მცდელობის პარალელურად, ბიზნეს გამოკითხვები გერმანიას ევროზონის სუსტ წერტილად გამოარჩევს. S&P Global-ის მიხედვით, ქვეყნის წარმოებამ კლება დაიწყო ივლისში და კვლავ შემცირდა აგვისტოში.

მიუხედავად იმისა, რომ მეორე კვარტალში, 0.1%-იანმა ეკონომიკური ზრდის ტემპმა წინასწარ შეფასებებს გადააჭარბა და ქვეყანას სტაგნაციისგან თავის დაღწევაში დაეხმარა, ეს დიდად ვერ გააქარწყლებს შიშებს პერსპექტივის შესახებ.

Bundesbank-მა მიმდინარე კვირაში განაცხადა, რომ მესამე კვარტალში წარმოება მეტ-ნაკლებად სტაგნაციას განიცდის. ასევე, ბანკის მიხედვით, 2022 წლის მეოთხე კვარტალში და 2023 წლის პირველ კვარტალში შემცირების რისკი საკმაოდ გაზრდილია. ამავდროულად, ინფლაციამ შესაძლოა წლის ბოლომდე დაახლოებით 10%-ს მიაღწიოს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალექსანდრ ვერბერი