LIVE

საპროცენტო განაკვეთების ზრდის გამო Sony PS5-ს აძვირებს

25 აგვ 202215:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 475
საპროცენტო განაკვეთების ზრდის გამო Sony PS5-ს აძვირებს
REUTERS/Andrew Kelly

Sony PS5-ის დიდ ბრიტანეთში, ევროპაში, იაპონიაში, ჩინეთში, ავსტრალიაში, მექსიკასა და კანადაში ფასებს ზრდის. პროდუქტის ღირებულება ევროპაში 10%-ით, ხოლო დიდ ბრიტანეთში დაახლოებით 6%-ით იზრდება.

ახალი ფასები დაუყოვნებლივ შევა ძალაში. გამონაკლისი არის იაპონია, სადაც ფასები 15 სექტემბრიდან გაიზრდება. 

მიუხედავად იმისა, რომ Sony ზრდის PS5-ის ფასებს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ის ამბობს, რომ აშშ-ში ფასების ზრდა არ მოხდება.

“ვხედავთ გლობალური ინფლაციის მაჩვენებლებს, ისევე როგორც სავალუტო ტენდენციებს, რაც გავლენას ახდენს მომხმარებლებზე და ქმნის ზეწოლას მრავალ ინდუსტრიაზე. ამ რთული ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე, SIE-მ მიიღო რთული გადაწყვეტილება, გაეზარდა PlayStation 5-ის რეკომენდებული საცალო ფასი (RRP) ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (EMEA), აზია-წყნარი ოკეანის (APAC), ლათინური ამერიკის ბაზრებზე, ისევე როგორც კანადაში”,- განმარტავს ჯიმ რაიანი, Sony Interactive Entertainment-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი.

მიუხედავად იმისა, რომ Sony ზრდის PS5 ფასებს, მიწოდება კვლავ პრობლემაა ბევრ ბაზარზე. 

“პრიორიტეტი PS5-ის მიწოდების მდგომარეობის გაუმჯობესებაა, რათა რაც შეიძლება მეტმა მოთამაშემ შეძლოს განიცადოს ყველაფერი, რასაც PS5 გვთავაზობს”, - ამბობს რაიანი.