LIVE

Uber-მა მფრინავი ტაქსების განყოფილება Joby-ის მიჰყიდა

09 დეკ 202015:18
3 წუთის საკითხავი
clock clock 410
Uber-მა მფრინავი ტაქსების განყოფილება Joby-ის მიჰყიდა

პანდემიის ფონზე შექმნილი გამოწვევების დასაძლევად Uber-მა მოკლე პერიოდში უკვე მეორე პროექტი გაყიდა. ავტონომიური ავტომობილების შემდეგ ჯერი მფრინავ ტაქსებზე მიდგა - Uber Elevate კომპანიამ Joby Aviation-ს მიჰყიდა.

Joby აცხადებს, რომ ელექტრო ძრავზე მომუშავე საფრენი ტაქსებით ოპერირება 2023 წლიდან დაიწყება და კომპანიები გეგმავენ საკუთარი სერვისები ერთმანეთის აპლიკაციებში დააინტეგრირონ. მფრინავი ტაქსი ოთხ მგზავრს და პილოტს დაიტევს და თითო გზაზე 150 მილს დაფარავს. საფრენი აპარატის პროტოტიპი დრონისა და შვეულმფრენის ნაზავს ჰგავს.

Uber-მა კი ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ამბიციებზე დროებით უარი თქვა და ცდილობს ფოკუსი ფულის გამომუშავებაზე გადაიტანოს. მაისში კომპანიამ საზიარო ველოსიპედების ბიზნესი, Jump-ი სკუტერების გამქირავებელ Lime-ზე გაასხვისა, თუმცა პარალელურად, 170 მილიონი დოლარის ინვესტიციით გარკვეული წილი დაიტოვა. ამ კვირის დასაწყისში კი მისი უპილოტო ავტომობილების პროექტი Aurora Innovation-მა შეისყიდა, წყარეობის თანახმად, 10 მილიარდ დოლარად, თუმცა Uber-მა ამჯერადაც დაიტოვა $400 მილიონი დოლარის შესაბამისი წილი. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: პრია ანარდი