LIVE

Miniso იაპონურ ბრენდად პოზიციონირებისთვის ბოდიშს იხდის

22 აგვ 202220:54
3 წუთის საკითხავი
clock clock 1037
Miniso იაპონურ ბრენდად პოზიციონირებისთვის ბოდიშს იხდის

Miniso იაპონურ ბრენდად პოზიციონირებისთვის ბოდიშს იხდის. კომპანია, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მაღაზიების ქსელს ფლობს, აცხადებს, რომ "დე-იაპონიზაცია" 2019 წლიდან დაიწყო და მომავალი წლის მარტისთვის ამოიღებს ყველა იმ ელემენტს, რომლითაც ის იაპონურ სახელთან ასოცირდება. 

ეს განცხადება Miniso-მ ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ზე გაავრცელა. განცხადებაში კომპანია აღნიშნავს, რომ იაპონური ბრენდის სახელის გამოყენება არასწორი იყო და ამის გამო, რცხვენია. 

კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, რომ პასუხისმგებლობა დაეკისრება პირებს, ვინც ამ "მძიმე შეცდომაზეა" პასუხისმგებელი.

ვებგვერდ miniso.ge-ის მიხედვით, მაღაზიათა ქსელი Miniso მსოფლიოს 80 ქვეყანაში, 4200-ზე მეტი ფილიალითაა წარმოდგენილი. ის საქართველოში 2016 წლის დეკემბერში გამოჩნდა და დღეისთვის 18 ფილიალს ფლობს.