LIVE

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფუნტის, იენისა და ფრანკის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს

20 აგვ 202218:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 649
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფუნტის, იენისა და ფრანკის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე პანკინი ამბობს, რომ დასავლეთის ქვეყნების ქმედებების გამო, ამ სახელმწიფოების ვალუტამ სანდოობა დაკარგა.  

"ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ მთელი მსოფლიო დაფიქრდეს აშშ დოლარისა და ევროს, ასევე ბრიტანული ფუნტის, იაპონური იენისა და შვეიცარიული ფრანკის სანდოობაზე, როგორც სარეზერვო ვალუტაზე და საერთაშორისო ანგარიშსწორების მთავარ საშუალებებზე", - თქვა პანკინმა.

დიპლომატი მიიჩნევს, რომ ქვეყნებმა, რომლებმაც რუსული აქტივები გაყინეს, "საკუთარი ბიზნეს რეპუტაცია დააზიანეს".

პანკინის თქმით, რუსეთი საზღვარგარეთ მისი აქტივების გაყინვას არალეგიტიმურად და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად მიიჩნევს. მან აღნიშნა, რომ მოსკოვი "არ შეეგუება" ამ ვითარებას და გამოძებნის იურიდიულ მექანიზმებს მის მოსაგვარებლად.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, აშშ-მა, ევროკავშირმა, იაპონიამ და სხვა ქვეყნებმა გაყინეს. ივლისის მონაცემებით, ევროკავშირის მიერ გაყინული აგრესორი ქვეყნის აქტივები 14 მილიარდ ევროს აღწევს