LIVE

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა ბაზაში 1930 ადამიანია რეგისტრირებული - RS

18 აგვ 202212:29
3 წუთის საკითხავი
clock clock 763
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა ბაზაში 1930 ადამიანია რეგისტრირებული - RS

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, 1 მარტიდან დღემდე, აზარტულ და მომგებიან თამაშებზე დამოკიდებული 1 930 ფიზიკური პირი დარეგისტრირდა. უწყების განცხადებით, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 23 ადამიანი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე - 1 907.  

ამასთან, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში დღეის მდგომარეობით შეტანილია 1 449 124  პირის შესახებ ინფორმაცია.

შეგახსენებთ, 2022 წლის 1 მარტიდან თამაშების ორგანიზატორი ვალდებულია:

•     არ დაუშვას მოთამაშის მიერ სხვა მოთამაშის სათამაშო ანგარიშებზე თანხის გადარიცხვა/გადატანა;

•    აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, სათამაშოდ არ დაუშვას 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი, დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირები;

•    აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, მოთამაშის ვერიფიკაციის დღიდან ყოველწლიურად მოახდინოს პირის ხელახალი ვერიფიკაცია;

•    თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.