დიდი ბრიტანეთის ქალაქებში მოსახლეობა ცხოვრების ხარჯების და ენერგიის გადასახადების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს აძლიერებს. პროგნოზის მიხედვით, ენერგიის გადასახადები შინამეურნეობებისთვის მომავალ წელს £5,000-ს მიაღწევს.
კამპანიამ სახელწოდებით Power To The People Glasgow საპროტესტო აქცია მოაწყო Scottish Power-თან, რომელიც ესპანურ ენერგეტიკულ გიგანტს Iberdrola-ს ეკუთვნის. ინიციატივა მოითხოვს ენერგიის ფასების გაყინვას, წინასწარი გადახდის მრიცხველების შეჩერებას, გადახდის უფრო ძვირი მეთოდის, რომელსაც ხშირად ღარიბი ოჯახები იყენებენ და დავალიანების გადახდისთვის საკომისიოების შეწყვეტას.
კიდევ ერთი ორგანიზაცია, Enough is Enough ოთხშაბათს დიდ ბრიტანეთში 50 აქციის სერიის დაწყებას გეგმავს.
ორგანიზაცია ხელფასების ზრდას, ენერგიის გადასახადების შემცირებას და დიდი შემოსავლის მქონე პირებისა და კორპორაციებისთვის მაღალ გადასახადებს მოითხოვს.
პარალელურად, ფართომასშტაბიანი ინიციატივა „ნუ გადაიხდი“, მოუწოდებს მომხმარებლებს უბრალოდ შეწყვიტონ ენერგიის გადასახადების გადახდა.
უკვე თითქმის 170,000-მა ადამიანმა დადო პირობა, რომ ოქტომბერში ენერგიის გადასახადების გადახდას შეწყვეტს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კარლა ჰერნანზ ლიზარაგა