LIVE

აქვს თუ არა ადგილი ეკონომიკის გადახურებას? - TBC capital

08 აგვ 202212:04
3 წუთის საკითხავი
clock clock 765
აქვს თუ არა ადგილი ეკონომიკის გადახურებას? - TBC capital

TBC capital-ის თანახმად, ინდიკატორები საქართველოს ეკონომიკის გადახურებაზე არ მიანიშნებს.

მთავარი ეკონომისტის თემატურ განახლებაში აღნიშნულია, რომ საინვესტიციო აქტივობა და სამუშაო ძალის მაჩვენებლები გაძლიერდა, რაც ეკონომიკის მეტ პოტენციურ დონეზე მიუთითებს.

ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს საქართველოს ეკონომიკის 10.4%-იანი აღდგენის შემდეგ და იმ ფონზე, რომ წელსაც ძლიერი, 10%-ზე მაღალი ზრდაა პროგნოზირებული, გაჩნდა კითხვები ზრდის მდგრადობისა და ეკონომიკის შესაძლო გადახურების შესახებ.

„ჩვენი მოლოდინია, რომ ზრდა და ინფლაცია უკვე, სულ მცირე, დანორმალიზების ფაზაშია“,- აღნიშნავენ TBC capital-ში.

TBC capital-ი წელს საქართველოს ეკონომიკის 10.6%-იან ზრდას ელის.

ამასთან, TBC capital წელს 7.4%-იან ინფლაციას პროგნოზირებს და ელის, რომ აგვისტოდან ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივზე დაბლა იქნება. ანგარიშის თანახმად, გამორიცხული არაა, რომ მომდევნო 12 თვეში დეფლაციასაც კი ჰქონდეს ადგილი.